ფრენების სიხშირე 57%-ით უკვე დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

,,2019 წლის მონაცემთან შედარებით, ავიაკომპანიების 58%-მა განაახლა ოპერირება.

სიხშირე კი, 57%-ით აღდგენილია“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

თამარ ყორიაულის თქმით, საქართველო უკვე იღებს სტუმრებს 54 ქვეყნიდან pcr ტესტით.

,,უკვე, 54 ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს შეუძლია იმოგზაუროს საქართველოში მხოლოდ pcr ტესტის საშუალებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსნა საზღვარი ვაქცინირებული სტუმრებისთვის. ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2019 წლის მონაცემთან შედარებით ავიაკომპანიების 58%-მა განაახლა ოპერირება. სიხშირე კი, 57%-ით აღდეგნილია“,-განაცხადა ყორიაულმა.

წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა კომენდანტის საათის მოხსნა, ყორიალური ამბობს, რომ განიხილება ბენეფიტები ვაქცინირებული სტუმრებისთვის.

,,დღის წესრიგში აქტიურად დგას კომენდანტის საათის საკითხი. როგორც ეკონომიკური ჯგუფის უწყებების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად განიხილავს იმ დამატებით ბენეფიტებს, რაც შეიძლება ჰქონდეთ ვაქცინირებულ ტურისტებს. ასევე, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნას ვაქცინირებული უწყებებისთვის. ამაში ვგულისხმობ როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტებს, რაც ვიმედოვნებთ მალე საჯაროდ იქნება ცნობილი და სამომავლოდ ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას“, - განაცხადა თამარ ყორიაულმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი