"ვითიბი ბანკმა" და "ნოვა ტექნოლოჯიმ" ერთობლივი ბარათი Paycard გამოუშვეს

"ვითიბი ბანკმა" და "ნოვა ტექნოლოჯიმ" ერთობლივი ბარათი Paycard გამოუშვეს.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, Paycard-ი "ვითიბი ბანკისა" და "ნოვა ტექნოლოჯის" ერთობლივი ბარათია, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, დახარჯული თანხის ნაწილი დაიბრუნოს. მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებსა და ფასდაკლებების ონლაინ პორტალზე www.dealbox.gePaycard-ით ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებელი 5-20%-მდე cashback-ს მიიღებს, რომელსაც ელექტრონული საფულის ანგარიშზე - Paybox ბალანსზე დააგროვებს. გარდა ამისა, მომხმარებელი შეძლებს გადარიცხოს თანხა Paycard ბარათსა და Paybox ბალანსს შორის 24/7 რეჟიმში საკომისიოს გარეშე.

Paybox ბალანსზე დაგროვილი cashback-ით მომხმარებელი გადაიხდის ნოვა ტექნოლოჯის სწრაფი გადახდის ტერმინალებსა და ვებ-გვერდზე www.paybox.ge განთავსებული ყველა პროდუქტისა და მომსახურების საფასურს ან გაანაღდებს თანხას ბანკომატში. "ვითიბი ბანკისა" და პარტნიორი ბანკების ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო 0%-ია.

Paycard ბარათის შეძენა შესაძლებელია ნოვა ტექნოლოჯის სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით, ვებ-გვერდებიდან www.paybox.ge  და www.dealbox.ge, ასევე "ვითიბი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში. ბარათის დამზადება და ანგარიშის მომსახურება უფასოა.