Amazon-ს 425-მილიონიანი ჯარიმა ემუქრება

ამერიკულ ინტერნეტ-რითეილერს Amazon.com Inc.-ს 425 მილიონი დოლარის ჯარიმა ემუქრება. მიზეზი მონაცემთა დაცვის ევროპული წესდების დარღვევაა - წერს გაზეთი The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის კომისიამ CNPD მიიღო, რომელიც გახლავთ ძირითადი მარეგულირებელი ორგანო Amazon-ისთვის ევროპაში.

მარეგულირებელი Amazon-ს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის (General Data Protection Regulation, GDPR) დარღვევაში ადანაშაულებს, კონკრეტულად კი მომხმარებელთა პირადი მონაცემების ცალკეული ნაწილის შეგროვებასა და გამოყენებაში. „ბრალდება არ ეხება ამერიკული კომპანიის ღრუბლოვან სერვისს Amazon Web Services (AWS),“- აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

იმისათვის, რომ CNPD-ს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ. 425-მილიონიანი ჯარიმა იქნება ევროპის მასშტაბით უმსხვილესი ჯარიმა მონაცემთა დაცვის კუთხით.

კოკა კვირკველია