1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1701 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1701 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0088 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8523 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.