Boeing-მა ყველა ის თვითმფრინავი გაყიდა, რომლებიც პანდემიის დროს არამოთხოვნადი იყო

ავიაგადაყვანებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნის ფონზე, შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ავიაკომპანია Boeing-ს შესაძლებლობა მიეცა, მოიძიოს თვითმფრინავების მყიდველები, რომლებიც პანდემიის პერიოდში არ ყავდა, მათზე მოთხოვნის არარსებობის ან გაკოტრების გამო. ამის შესახებ, TheWall Street Journal-ი წერს.

გაზეთის წყაროების ცნობით, ამ დროისთვის Boeing-ს გაუყიდავი რჩება მხოლოდ ათამდე MAX ხაზის თვითმფრინავი, მაშინ როცა გასული წლის ივლისში მათი რაოდენობა 100-ზე მეტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საავიაციო ბაზარი ამ დრომდე შორსაა პანდემიამდელი სიტუაციიდან, ბოლო თვეებში მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამ დროისთვის აშშ-ის შიდა ფრენების დატვირთვა 84%-ია, ხოლო ყოველდღიური მგზავრთნაკადის ოდენობამ 2 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

ავიაკომპანიები მყისიერად რეაგირებენ მზარდ მოთხოვნაზე და აფართოებენ როგორც თანამშრომელთა შტატებს, ასევე თვითმფრინავების პარკს. იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომელთაც Boeing MAX ლაინერები შეიძინეს, არიან: United Air linesHoldings Inc. და Alaska Air Group Inc.

კოკა კვირკველია