უცნობი დანიური კომპანიის აქციები ნიუ-იორკში 1 დღეში 15-ჯერ გაძვირდა

მცირე ზომის დანიური კომპანიის Orphazyme-ის აქციების ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Nasdaq-ზე 15-ჯერ გაიზარდა. როგორც სააგენტო Bloomberg-ი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ანალიტიკოსები ჯერ ვერ ხსნიან, რამ გამოიწვია ამ კომპანიის მიმართ ასეთი ინტერესის ზრდა, რომელიც ბიოტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს.

სააგენტოს მონაცემებით, ხუთშაბათს Orphazyme-ის აქციების ფასი პიკურ ნიშნულზე გაზრდილი იყო 1 387%-ით. ამასთან, მსგავსი აჟიოტაჟი აისახა კომპანიის აქციებზე კოპენჰაგენის ბირჟაზეც, სადაც მათი ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა. კომპანიამ გააფრთხილა ინვესტორები, რომ ისინი ვინც ყიდულობენ აქციებს, საკუთარი ინვესტიციის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავენ.

ამ მომენტისთვის Orphazyme-ის ირგვლივ აჟიოტაჟი ჩაცხრა და ახლა მათი ღირებულება ჩვეულებრივზე 70%-ით მაღალია.

„Orphazyme არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ზოგჯერ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის აღმაფრენას არ აქვს ახსნა,“-აცხადებენ ანალიტიკოსები.

კოკა კვირკველია