რუსულ ნავთობკომპანიაში კიდევ ერთი ევროპელ ლიდერი გადადის

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი შესაძლოა, რუსეთის სააქციო საზოგადოება Зарубежнефть-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდეს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. Зарубежнефть-ს რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.

რუსეთის მთავრობის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ პორტალზე გავრცელდა, ფრანსუა ფიიონი დირექტორთა საბჭოს კანდიდატებს შორის არის მოხსენიებული. დოკუმენტში ის საკონსულტაციო კომპანია Apteras-ის კონსულტანტად არის დასახელებული. Apteras 2017 წელს დაარსდა და რუსეთის ფედერაციაში ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობდა.

Зарубежнефть რუსეთის საზღვრებს გარეთ ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვის, დამუშავებისა და ექსპლუატაციის მიმართლებით არის სპეციალიზირებული.

ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2012 წლებში იყო, როცა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ნიკოლა სარკოზი იკავებდა. 2020 წელს პარიზის სასამართლომ ფრანსუა ფიიონი ცოლ-შვილის ფიქტიური საქმიანობისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. მას კონკრეტული საპატიმრო ვადა მიესაჯა და 10 წლის განმავლობაში არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა აეკრძალა.

როგორც ცნობილია, 2017 წლის ოქტომბერში გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი, რომელსაც პოსტი 1998-2005 წლებში ეკავა, რუსული კომპანია Роснефть-ის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი უმსხვილესი ნავთომკომპანიის აქციონერებმა მიიღეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ