საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ".
,,ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო".