რამ გამოიწვია " ენგურჰესის" გაჩერება

დედაქალაქსა და რეგიონებს ელექტროენერგია დღეს, შეზღუდვით მიეწოდებოდათ. საქართველოს ელექტროსისტემაში მიზეზად ,,ენგურჰესის" და ,,იმერეთის" ავარიული გამორთვა დაასახელეს.

,,ენგურჰესში" კი, გამორთვის მიზეზებს განმარტავენ.

,,მიმდინარე წლის 14 ივნისს, 14.00-ზე, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთის” ავარიულად გამორთვის შედეგად, ენგურჰესის ყველა აგრეგატი გაჩერდა. ამჟამად ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ აღდგენის შედეგად, ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი ქსელშია ჩართული".- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს" ,,ენგურჰესში".

თამარ მუკბანიანი