საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 34 668 ტესტი ჩატარდა.