9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა - ოთარ აბესაძე

9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთარ აბესაძე წერს.

„ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ:

დღეს 2021 წლის ივნისში რა პროდუქტს და მომსახურებასაც შეიძენთ საქართველოში არსებული ოფიციალური საშუალო ხელფასით (1256.2 ლარი) ზუსტად იგივე პროდუქტი და მომსახურება გიჯდებოდათ 2012 წელს 650 ლარი.

9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა“, - წერს აბესაძე.