ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის „ინდური შტამის“ დომინანტობა მოსალოდნელია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის „ინდური შტამის“ დომინანტობა მოსალოდნელია.

მისივე თქმით, ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და ნიღაბი კვლავ მნიშვნელოვან იარაღად რჩება.

„რა თქმა უნდა, ამ შტამის დომინანტობა მოსალოდენელი იყო და ახლაც არის. მნიშვნელოვან იარაღად პირველ რიგში ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და ნიღაბი რჩება. მნიშვნელოვანია აუცილებლად დავიცვათ ის რეგულაცია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან არის საქართველოში. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე სახის გართულებას ექნება ადგილი. თუმცა, მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირებისას დროულად მივმართოთ ექიმს“,-აღნიშნავს ტიკარაძე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ჩვენ არანაირი შეფერხება არ გვაქვს, არც საწოლფონდის მიმართულებით, არც ოჯახის ექიმების მიმართულებით. ასევე ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭრო ბრიგადა და დაწესებულება. ამ კუთხით რაიმე რისკს ვერ ვხედავთ“,-აღნიშნავს ტიკარაძე.