Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1650 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1650 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1636 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 18 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1681 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7754 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.