Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1525 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1525 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1535 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 21 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1653 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7658 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.