ნათია თურნავა - როგორც აპრილში იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე დადებითი მოლოდინი გვაქვს მაისთან დაკავშირებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ცოტა ხანში გახდება ცნობილი მაისის თვის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, რაზეც „დადებითი მოლოდინი აქვთ“.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

„სულ ცოტა ხანში ცნობილი გახდება მაისის თვის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა და ჯერჯერობით მე არ გავამხელ, მაგრამ ისევე, როგორც აპრილში იყო ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე დადებითი მოლოდინი გვაქვს მაისთან დაკავშირებით“,-აღნიშნავს თურნავა.