1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1566 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1566 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1566 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1653 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7545 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7658 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.