Booking.com-ის მიხედვით, ბაკურიანის აპარტამენტის ღირებულების უკუგება 4-5 წელიწადშია შესაძლებელი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი პანდემიის მიუხედავად განვითარებას აქტიურად აგრძელებს. SS.ge-ის მიხედვით, ბაკურიანში უკვე არსებულ ან მშენებარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არათუ შემცირდა, არამედ სულ უფრო იზრდება.

ბაკურიანი, ფაქტობრივად, წელიწადის 4-ვე სეზონის აქტუალური კურორტია, რომელსაც გაზაფხულზე და ზაფხულში სტუმრობენ ძირითადად ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ზამთარში კი აქ უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივების მთელი არმია სასრიალოდ და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ჩამოდის.

ბაკურიანის მიმართ მაღალი ინტერესის გამო, უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე იზრდება, ასევე, უფრო მრავალფეროვანი ხდება მომხმარებლის მოთხოვნებიც. თუ 4-5 წლის წინ დამსვენებელი მხოლოდ კეთილმოწყობილი აპარტამენტით კმაყოფილდებოდა, დღეს სურს, უძრავ ქონებას ისეთ მულტიფუნქციურ პროექტში ფლობდეს, როგორიც „ტერასა რეზორთ ბაკურიანია“. „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია, კურორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს აპარტამენტებს, რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს, საბავშვო სკვერს, საპიკნიკე ტერიტორიებს და ზოგადად, 4 800 კვადრატულ ფართობზე მოწყობილ ეზოს.

bakuriani-1624368492.jpg

კომპლექსში ყველაფერია იმისათვის, რომ მიიქციოს მაღალმხარჯველი ტურისტების ყურადღება და ამავდროულად, ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი დამსვენებლებისთვის. შესაბამისად, ის ოთხივე სეზონზე აქტიური იქნება.

Booking.com-ის მონაცემების თანახმად, ბაკურიანში არსებულ უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციის უკუგება 4-5 წელიწადშია შესაძლებელი, შემდეგ კი მხოლოდ მოგებას იღებ.

როგორც პრემიუმ კლასის კომპლექს „ტერასა რეზორთ ბაკურიანში“ განგვიმარტეს, მომხმარებლებისთვის დიდი კომფორტია, დეველოპერმა გაქირავების სერვისი თავად უზრუნველყოს, რადგან ამგვარად შემოსავლის დისტანციურად მიღება მარტივდება.

bakurian1-1624368536.jpg

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში არსებულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ზრდის სპორტული შეჯიბრებები, რომლებიც 2025 წლის ჩათვლითაა დაგეგმილი, რადგან კურორტზე ათასობით უცხოელ დამსვენებელს ელოდებიან.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რომელთა ხარისხსა და გამძლეობასაც კომპანია ICR, უფრო კონკრეტულად კი „ლაბორატორია ჩემი სახლი“ და „მობლერი“ უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ მომხმარებელს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია, როგორი იქნება დასრულებული და კეთილმოწყობილი აპარტამენტები, დეველოპერულმა კომპანია „ტერასა ჯგუფმა“ გახსნა შოურუმი, სადაც ვიზიტი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შოურუმში დეტალურად იხილავთ, რა ხარისხის მასალებს იყენებს „ტერასა ჯგუფი“ და მისი პარტნიორი კომპანია ICR.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ:

ganacxadii-1624368580.jpg

(R)