Apple-მა iPhone 12 Mini-ს წარმოება შეწყვიტა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა მოდელ iPhone 12 Mini-ს წარმოება ცუდი გაყიდვების გამო შეწყვიტა. ინფორმაციას მარკეტინგული კომპანია TrendForce ავრცელებს.

მისი მონაცემებით, Apple-მა აღნიშნული მოდელის წარმოება მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეწყვიტა, რადგან მისი გაყიდვები ამავე მოდელის სერია iPhone12-ის, iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max-ის გაყიდვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

როგორც TrendForce წერს, iPhone 12s-ის სერია ბაზარზე სამი მოდელით დარჩება და სმარტფონის მინი-ვერსიაზე უარს იტყვის.

iPhone 12-ის ხაზის სმარტფონები Apple-მა 2020 წლის ოქტომბერში წარმოადგინა, რომელშიც iPhone 12 Mini-ს მომცრო ვერსიაც შედიოდა. ფლაგმანი მოდელები iPhone 12 Pro და მისი გაზრდილი ვერსია - 12 Pro Max-ია.

კოკა კვირკველია