თურქეთთან ვაჭრობა შესაძლოა, კიდევ გამარტივდეს - Top-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლოა, კიდევ უფრო გამარტივდეს.

შეთანხმება, რომელიც მხარეებმა დადეს, ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, ახალი შეთანხმება გაზრდის საქართველოს ექსპორტს თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი აღნიშნულ საკითხზე წარმატებით მიმდინარეობს.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იყო 561,507 მლნ დოლარი, წელს 5 თვეში კი ეს მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა და 758,053 მლნ დოლარი შეადგინა.

ბრუნვასთან ერთად გაიზარდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტით. კერძოდ, წელს საქართველომ თურქეთში 624,743 მლნ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 30,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარ-მაისში თურქეთიდან იმპორტმა 479,759 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 133,290 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, რაც 63%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის 5 თვეში საქართველოდან თურქეთში ექსპორტმა 81,747 მლნ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში. (მონაცემები მოიცავს 2021 წლის იანვარ-მაისს)

იმპორტი

  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 30,914 მლნ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 19, 868 მლნ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 19,302 მლნ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 18,881 მლნ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 13,351 მლნ დოლარი
  • ფილები მერქან-ბურბუშელისა - 10,897 მლნ დოლარი
  • მილები, მილაკები და შლანგები და მათი ფიტინგები პლასტმასებისაგან - 10,696 მლნ დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 10,537 მლნ დოლარი
  • ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან - 8,663 მლნ დოლარი
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 8,016 მლნ დოლარი

ექსპორტი

  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 29,124 მლნ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 17,510 მლნ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 14,347 მლნ დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 12,181 მლნ დოლარი
  • ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 9,761 მლნ დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 6,512 მლნ დოლარი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 5,807 მლნ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 4,305 მლნ დოლარი
  • ტყვია დაუმუშავებელი - 2,884 მლნ დოლარი
  • ნარჩენები, ჩამონაჭრები და ჯართი პლასტმასებისაგან - 2,487 მლნ დოლარი