ფოტოწიგნი, როგორც კომპანიის საქმიანობის უკეთ წარმოჩენის საშუალება

დილით, სახლიდან გამოსვლისას სიჩქარეში ხელზე იმ საათის გაკეთება რომ დაგავიწყდება, რომელსაც ყოველდღიურად ატარებ, მაინდამაინც მაშინ რომ ხდები მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელი, როცა ჯინსი და მაისური გაცვია და გამოცვლასაც ვერ ასწრებ, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს სწორედ იმ დროს რომ დაგავალებენ, როცა წინა ღამის გამოუძინებელი ხარ, დიდი შანსია, შენი პროდუქტიულობა შემცირდეს და ვერ წარმოაჩინო თავი ისე, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფნისას.

დიახ, ყველა დეტალი, რომელიც საკუთარ თავს იდეალურ მდგომარეობაში გვაგრძნობინებს მნიშვნელოვანია და დიახ, იმ დღეს რომ საათი კომოდზე დაგრჩა ან სამსახურში დააგვიანე, შეიძლება განწყობა ძალიან გაგიფუჭდეს, რამაც საქმისადმი შენს დამოკიდებულებაზეც იმოქმედოს.

fotoo1-1624602172.jpg

თუ დეტალები ჩვენს იდენტობასა და განწყობაზე ასეთ დიდ ზეგავლენას ახდენს, რატომ არ შეიძლება მოხდეს იგივე კომპანიის შემთხვევაში? თუ დააკვირდებით, წარმატებული, სანდო და ავტორიტეტული კომპანიები ორიენტირებულები არიან არამხოლოდ საქმის მაქსიმალურად ნაყოფიერად შესრულებაზე, არამედ მის პოპულარიზაციაზე, თანამშრომლების სხვებისთვის გაცნობაზე, მათთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე, სხვების მხარდაჭერაზე, საინტერესო კამპანიების ჩატარებაზე, თავიანთი პროდუქტის მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ რამეზე. ხანდახან, ისინი ამ ყველაფრის გარეშე ვეღარც კი წარმოგვიდგენია.

მათი პროდუქტი ან სერვისი იმდენად ყველაფერშია ინტეგრირებული, რომ ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცევა.

რადგან დეტალებზე ვსაუბრობთ, მინდა, ამ სტატიაში ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მათგანზე: თუ შეგიმჩნევიათ, ბოლო პერიოდში წარმატებული კომპანიების საქმიანობის პოპულარიზაციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ინსტუმენტი გახდა ფოტოწიგნი.

fotttt-1624602196.jpg

ფოტოწიგნი და მისი დანიშნულება კომპანიის იმიჯის შექმნაში

ფოტოწიგნი არის ერთგვარი ფოტოწიგნი, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ პროდუქტს ან სერვისს ფოტოების მეშვეობით, რომელსაც თან დართული აქვს ტექსტი. მაგალითად, დეველოპერული კომპანიები, რომლებიც მრავალფუნქციურ პროექტებს ახორციელებენ, ხშირად ბეჭდავენ ამგვარ ფოტოწიგნებს, პირველი, იმისათვის, რათა თავიანთ მომხმარებლამდე მიიტანონ ინფორმაცია და დაანახონ, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ყველა დეტალს, მეორე - უფრო უკეთ გაავრცელონ ყველა ის ინფორმაცია, რაც პროექტს ეხება და მესამე - შექმნან არქივი.

ფოტოწიგნი მოგვითხრობს კომპანიის დაარსების, განვითარებისა და წარმატების ისტორიას, გვაცნობს თავის გუნდსა და სერვისს. როგორც კი აღნიშნული კომპანიის კარს შეაღებთ და მოსაცდელში გაჩერდებით, იქვე, სტუმრებისთვის მოწყობილ თაროზე ან მოსაცდელში აღმოაჩენთ ფოტოწიგნს, რომლის სათაურიც გვთავაზობს, გავეცნოთ ინფორმაციას იმ ადგილის შესახებ, სადაც ახლა ვიმყოფებით. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ მოსაცდელში, მით უფრო მეტია შანსი, ავიღოთ და გადავშალოთ წიგნი და თუ ის საინტერესოდ არის შედგენილი, ჩვენს ყურადღებას აუცილებლად დაიმსახურებს.

fotowigniii-1624601869.jpg

მაგალითად, თუ კომპანიების წარმატებული ისტორიებით ხართ დაინტერესებული, ინფორმაციის მიწოდების აღნიშნული საშუალება აუცილებლად დაგაინტერესებთ.

როგორც სტამბა პრინტარეას ფოტოწიგნების მიმართულებაში აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, ინფორმაციის ციფრულად გავრცელებისა და მიღების დომინანტურობისა, ფოტოწიგნის მიმართ ინტერესი მაინც მაღალია. კომპანიები ფოტოწიგნებს არამხოლოდ საიმიჯოდ, არამედ ახალი მომხმარებლების მოსაზიდადაც უკვეთავენ და შემდეგ სხვადასხვა ადგილებში: კაფეებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საერთო სამუშაო სივრცეებში ავრცელებენ.

ერთი შეხედვით, ფოტო წიგნი მარკეტინგული ინსტრუმენტების ზღვაში ერთი პატარა წვეთია, მაგრამ დიდ ტალღებს სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის. ინფორმაციის გავრცელების აღნიშნული საშუალება თითქოს ოდნავ მოძველებულიცაა, თუმცა ალბათ ისე არასდროს გვყვარებია ვინტაჟი, როგორც ახლა.

როგორ შევქმნათ საუკეთესო ფოტოწიგნი?

ამისათვის ფოტოწიგნის მიმართულება ბიზნესს რამდენიმე სასარგებლო რჩევას აძლევს:

· ფოტოები და კიდევ ერთხელ ფოტოები - მიუხედავად იმისა, რომ საქმე წიგნთან გვაქვს, მნიშვნელოვანია, აქცენტი ილუსტრაციებზე გავაკეთოთ და ტექსტი მაქსიმალურად ლაკონური იყოს. გარდა ამისა, პროფესიონალურად გადაღებული ფოტო ყოველთვის საუკეთესო არჩევანია.

· წერის სტილის არჩევა. სტამბაში თავიანთი გამოცდილებით გვირჩევენ, რომ სხვადასხვა ისტორიის თხრობისას წერის ერთი სტილი გამოვიყენოთ. ასე მკითხველზე უკეთეს შთაბეჭდილებას დავტოვებთ.

· ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც მკითხველს აინტერესებს - საკუთარი თავით ტკბობაში ცუდი არაფერია, თუმცა უმჯობესია, ჩვენი ისტორია და სერვისის ან პროდუქტის უპირატესობები მომხმარებლის თვალით დავინახოთ და ტექსტიც ამის მიხედვით შევქმნათ.

· ვეცადოთ, რომ ფოტოწიგნის დათვალიერებასა და ისტორიის გაცნობას მკითხველმა მაქსიმუმ 1 საათი დაუთმოს - სამწუხაროა, მაგრამ ასეა, თუ სპეციალურად არ დაინტერესდა და წიგნი არ შეიძინა, ფოტოწიგნს მთელს დღეს არავინ მიუძღვნის, ამიტომ ის სწრაფად გადასათვალიერებელი და სხარტად წასაკითხი უნდა იყოს.

· ეცადეთ, დიზაინი ძალიან არ გადატვირთოთ. სისადავე ისევ ტრენდულია - რაც უფრო დელიკატურად და სადად გამოიყურება ფოტო წიგნი, უფრო სერიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს ის და საქმიანი ადამიანების ინტერესს მეტად გამოიწვევს.

და ბოლოს, მიიღეთ საინტერესო ფოტო წიგნების ინსპირაცია მიიღეთ აქ.