ამირან გამყრელიძე - პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული

პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ 3-4 ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია პრევენციული საშუალებები გქონდეთ, დისტანცია იყოს დაცული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსი მაღალი ტემპერატურით არ გადავა, მაგრამ მაღალის სიცხე სხვაგვარად მოქმედებს კიდევ ადამიანის ორგანიზმზე.

„კორონავირუსის გადადება წყალს არ უკავშირდება, წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ. არც გარუჯვით მზისგან არ მოვა. ჩვენი რეკომენდაციები ვებგვერდზეა და გთხოვთ ნახოთ. კორონა მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალის სიცხე სხვაგვარად მოქმედებს კიდევ ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ 3-4 ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით სასურველია პრევენციული საშუალებები გქონდეთ, დისტანცია იყოს დაცული“, - განაცხადა გამყრელიძემ.