სუბსიდირებული იპოთეკური სესხი შვილის შეძენისას - მთავრობა ახალ პროგრამას აანონსებს

საქართველოს მთავრობა ოჯახებისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს. საქმე ეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირებას, რომლის ბიუჯეტი 300 მლნ ლარზე მეტია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, იპოთეკური სესხის სუბსიდირება შეეხებათ წყვილებს, რომელთაც შვილი შეეძინებათ.

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 300 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.