Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1600 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1600 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1550 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 28 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1579 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7690 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.