რობოტ Pepper-ის წარმოება შეწყდა

სააგენტო Reuters ტოკიოდან ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომ SoftBank Group რობოტული ტექნიკის გლობალურ ბიზნესში სამუშაო ადგილებს ამცირებს და მსოფლიოში სახელგანთქმულ რობოტ Pepper-ის წარმოებას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, კონგლომერატი თავის ინდუსტრიულ ამბიციებს ამცირებს.

„ჩვენი წყაროს ცნობით, ჰუმანოიდი რობოტ Pepper-ის წარმოება, რომელსაც პირველ „გულიან“ რობოტად არეკლამირებდნენ, ჯერ კიდევ გასულ წელს შეწყდა, მის განახლებას კი არ აპირებენ, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება,“ - წერს Reuters.

Pepper არასაკმარისი სამუშაო ადგილების პრობლემის მოსაგვარებლად ჩინეთში, კომპანია Foxconn-მა 2014 წელს შექმნა. ის კონგლომერატის სახე გახდა. რობოტი გლობალური კლიენტების მოძიებას ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ მთლიანობაში მხოლოდ 27 000 ცალი დამზადდა.

„SoftBank-ის გენერალური დირექტორის, მასაიოში შონის გეგმა, კომპანია რობოტექნიკის ინდუსტრიის ლიდერად გადაექცია, ჩაიფუშა,“ - წერს სააგენტო. შონის სურდა, ეწარმოებინა ადამიანების მსგავსი მანქანები, რომლებიც კლიენტებს მოემსახურებოდნენ და ბავშვების ძიძებიც კი გახდებოდნენ.

SoftBank სექტემბერში საფრანგეთის ოფისში თავისი 330 თანამშრომლის განახევრებას აპირებს. 2012 წელს SoftBank-მა იქ ფრანგული რობოტექნიკური ფირმა Aldebaran შეიძინა. Reuters-ის ცნობით, პერსონალის ნახევარი უკვე გათავისუფლებულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ოფისებიდან, ხოლო იაპონიაში რობორტექნიკური ბიზნესის თანამშრომლებს პროფილი შეუცვალეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ