ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობის დროს ამერიკული კომპანია Facebook-ის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ელექტრონული ბირჟა Nasdaq-ის მონაცემებით, ორშაბათს Facebook-ის თითო აქციის ფასი 4,66%-ით, ანუ 15,92 დოლარით გაიზარდა. შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა.
აქციების ღირებულების მკვეთრი ზრდა საოლქო სასამართლოში ამერიკელ მარეგულირებლებზე Facebook-ის გამარჯვებამ განაპირობა. კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე ანტიმონოპოლიური საქმეა აღძრული.