1-ლი ივლისიდან „ჯივიპისა“ და „რუსთავის წყლის“  სერვის ცენტრები მომხმარებლების მიღებას განაახლებენ

კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით, 1-ლი ივლისიდან სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ყველა სერვის ცენტრში იქნება .

„ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: „ჯივიპის“ მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge და „რუსთავის წყლის“ შემთხვევაში online@rwc.ge.

სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.