კარდიოლოგიური კლინიკიდან მრავალპროფილურ კლინიკამდე - კლინიკა „ჰელსიკორი“ საქმიანობის არეალს აფართოებს

კარდიოლოგიურმა კლინიკა „ჰელსიკორმა“ საქმიანობის არეალი გააფართოვა და მრავალპროფილური კლინიკა გახდა. ასევე გაიხსნა ახალი ემერჯენსი და ზოგადი რეანიმაციის განყოფილება. ამ სიახლეებთან ერთად, კლინიკამ რებრენდინგიც განიცადა. შეიცვალა ლოგო, დასახელების ინგლისური ვარიანტი. ცვლილებებია მენეჯმენტშიც. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ადმინისტრაცია და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი კიდევ არაერთი სიახლის განხორციელებას გეგმავს.

კლინიკა „ჰელსიკორი“ 2014 წელს დაფუძნდა და ეს არის ისრაელ-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პირველი ერთობლივი სამედიცინო ცენტრი, რომელმაც მაღალი კონკურენციის პირობებში დამსახურებულად დაიკავა მოწინავე ადგილი სამედიცინო ბაზარზე და დღემდე ინარჩუნებს როგორც საკუთარ ღირებულებებს, ისე მსოფლიო სამედიცინო სტანდარტებს.

„ჰელსიკორისთვის“ მთავარი ღირებულება გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტია, რაც, თავის მხრივ, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევით მიიღწევა,“ - აღნიშნავს კლინიკის გენერალური დირექტორი არჩილ ხანთაძე, რომელიც კლინიკის წარმატებაზე თავად გვესაუბრება.

helsikori-1625124385.png

როგორ შეძლო კარდიოლოგიურმა კლინიკამ, რომ წარმატებული მრავალპროფილური კლინიკა გამხდარიყო?

ზოგადად, სამედიცინო სფერო საკმაოდ საინტერესოა და მას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. ამ მიმართულებით, კმაყოფილი პაციენტი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ პაციენტების ნდობამ შეგვაძლებინა, რომ დღეს, დაარსებიდან შვიდი წლის შემდეგ, „ჰელისკორი“ მრავალფპროფილური კლინიკაა. კლინიკა მათ სთავაზობს ყველაზე მთავარს: პროფესიონალიზმსა და ხარისხს. ამ წლების განმავლობაში „ჰელსიკორმა“, როგორც ბრენდმა, საზოგადოებაში ნდობა და რეპუტაცია მოიპოვა. დღეს ეს არის ადგილი, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მუშაობა სურთ. ჩვენი წარმატება სწორედ იმ ადამიანებმა განაპირობეს, ვინც ჩვენთან მუშაობს.

მნიშვნელოვანია მენეჯმენტის როლიც. დღეს „ჰელსიკორი“ ახალგაზრდა მენეჯმენტით არის წარმოდგენილი. ეს არის გუნდი, რომელსაც სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რასაც ჯანდაცვის სფეროში მუშაობა ჰქვია.

ჩვენი კლინიკა და მისი თითოეული თანამშრომელი ზედმიწევნით იცავს და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, რათა კლინიკაში მოსული თითოეული პაციენტი იყოს კმაყოფილი და მიიღოს შესაბამისი მომსახურება.

კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდა კლინიკაში?

მთავარი ცვლილება სწორედ ის იყო, რომ კლინიკა მრავალპროფილური გახდა. ასევე, 2021 წლის იანვარში გაიხსნა ემერჯენსი და ზოგადი რეანიმაცია. ამ ცვლილებების შემდეგ კი საზოგადოების წინაშე ახალი, სულ სხვაგვარი პოზიციონირება იყო საჭირო. სწორედ ამიტომ შევცვალეთ ლოგო, რომელიც გახდა უფრო თანამედროვე და მეტად შეესაბამება დღევანდელ პერიოდს. ასევე, მოხდა ცვლილება კლინიკის ინგლისურ დასახელებაშიც. ამ ფორმით გაგვიცნო საზოგადოებამ, როგორც მრავალპროფილური კლინიკა.

helsikori1-1625124436.jpg

მოგვიყევით კლინიკაში გახსნილი ემერჯენსის შესახებ

ჩვენი ემერჯენსი 23 საწოლზე არის გათვლილი. საქართველოსთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. გვაქვს 12 საწოლიანი ზოგადი რეანიმაცია, 10 საწოლიანი ობსერვაციის ოთახი და ბოქსირებული პალატები, რომლის საჭიროებაც უკანასკნელმა წელმა ნათლად დაგვანახა. შესაბამისად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპიუტერლი ტომოგრაფი და რენტგენიც.

წარმატებით მოვიპოვეთ მე-3 დონის ემერჯენის , ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და ჯანდაცვის სფეროს რეგულაციების გათვალისწინებით არის გაკეთებული. ემერჯენსი სამედიცინო ინჟინრების მიერ არის დაპროექტებული. ემერჯენსი აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი სამედიცინო აპარატურით და რაც მთავარია აქ მუშაობენ პროფესიონალი ექიმები და სამედიცინო პერსონალი.

ჩვენი გეოლოკაცია არის დიდუბე და ამ უბნის მაცხოვრებლებს სრული დატვირთვით ვემსახურებით. თუმცა სურვილისა და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში სხვა უბნის მაცხოვრებლებსაც ვემსახურებით.

სასწრაფო დახმარების გამოძახების გარეშე თუ შეუძლიათ პაციენტებს მიმართონ „ჰელსიკორის“ ემერჯენსის და რა მომსახურების მიღება შეუძლიათ?

დიახ, პაციენტებს თვითდინებითაც შეუძლიათ მოსვლა 24 საათის განმავლობაში. ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევები საკმაოდ მოხშირებულია. რადგან არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხშირად პაციენტებს სასწრაფოს გამოძახების ეშინიათ. როგორც თვითდინებით, ისე სასწრაფოს მიერ შემოყვანილ პაციენტებს სრულად უტარდებათ ყველა ის მომსახურება, რასაც სასაწრაფო გადაუდებელი დახმარება მოიცავს.

helsikori2-1625124486.jpg

მოგვიყევით ექიმებზე, რომლებიც თქვენს კლინიკაში პაციენტებს ემსახურებიან

ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი კლინიკა, რომელიც ბაზარზე მასშტაბურობით იქნება ცნობილი. ჩვენ ვართ კლინიკა, რომელმაც სახელი მაღალი დონის პროფესინალებით გაითქვა. დაარსების დღიდან შემოვიკრიბეთ უმაღლესი დონის ექიმები და მათ წრეს მუდმივად ვაფართოვებთ. გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს: ჰელსიკორის სამედიცინო დირექტორი, ზოგადი ქირურგი დავით ლოლაძე, კარდიოინტერვენციონისტი ირაკლი გოგორიშვილი, ზოგადი ქირურგიის ხელმძღვანელი ლევან გოგიჩაიშვილი, პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე, არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანგიოლოგი გაგა კეშელავა, ამბუალტორიის ხელმძღვანელი და კარდიოლოგი ნანა გოთონელია, კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია ლევან აროშიძე. ლევან აროშიძე წარმატებული და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ექიმია, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა და დღეს ჩვენი თანამშრომელია.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული რგოლი იყოს ძალიან ძლიერი და ვთვლი, რომ ეს წარმატებით გამოგვდის.

რამდენი ადამიანია კლინიკაში დასაქმებული და როგორია თანამშრომლების კვალიფიკაციაზე ზრუნვის სტრატეგია?

ამ ეტაპზე 370 ადამიანია დასაქმებული, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მათი რაოდენობა სწორედ გასულ წელს გაიზარდა 280-დან 370-მდე. პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდშიც კი შევძელით, თავიდან აგვეცილებინა კადრების შემცირება.

მუდმივად ვცდილობთ, რომ მათ პროფესიულ განვითარებას შევუწყოთ ხელი, რადგან „ჰელსიკორისთვის“ პაციენტი და თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანი და მამოძრავებელი ძალაა. კლინიკაში პერიოდულად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმები, რომლებიც ჩვენს თანამშრომლებს ატრენინგებენ, გამოცდილებას უზიარებენ.

helsikori123-1625140346.jpg

კლინიკის მთავარი ზრდა და განვითარება გასულ წელს მოხდა. პანდმიის პერიოდში როგორ მოახერხეთ ასეთი წარმატების მიღწევა? რა იყო მთავარი გამოწვევები ამ პერიოდში?

გასული წელ მართლაც ძალიან რთული იყო. ამ პერიოდში ძალიან ბევრი თანაშრომელი დაინფიცირდა და გარკვეული პერიოდით გამოგვეთიშა წამყვანი ექიმები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ექთნები. ყველაზე რთული იყო პერიოდი, როდესაც გეგმიური ოპერაციები შეჩერდა და ჩვენც, ისევე როგორც ყველა, ფინანსური კრიზისის წინაშე დავდექით. მე, როგორც მენეჯერს, პასუხისმგებლობა მქონდა, რომ უნდა შემენარჩუნებინა თითოეული თანამშრომელი მათთვის მინიმალური ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე.

პარალელურად კი, კლინიკა ფართოვდებოდა. ქვეყანაში ვირუსის გამოჩენის პერიოდში ჩვენთან სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო და შესაძლებლობის ფარგლებში, ვაგრძელებდით მას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამფუძნებლების, პარტნიორების, ჯანდაცვის სამინისტროს, ბანკების ჩართულობა. ერთობლივად შევძელით, რომ ემერჯენსი გაგვეხსნა და ამით ქართულ სამედიცინო სფეროსაც მნიშვნელოვნად დავეხმარეთ ურთულეს პერიოდში.

დღეს რა ვითარებაა კლინიკაში? როგორია დატვირთულობის მაჩვენებელი?

კლინიკა საკმაოდ დატვირთულია. 6 წლის განმავლობაში ჩვენ კარდიოლოგიურ პაციენტებს ვემსახურებოდით და ყველაზე მეტი მოთხოვნა ამ დრომდე ისევ კარდიოლოგიის მიმართულებითაა. თუმცა საკმაოდ გააქტიურებულია სხვა, ახალი მიმართულებებიც.

helsikori3-1625124544.jpg

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების გამო თავს იკავებენ გეგმიური სამედიცინო სერვისების მიღებისგან?

სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია. მომართვიანობა გასული წლის განმავლობაში შემცირებულია, რაც ძალიან ცუდია. ვირუსის გავრცელების რისკის გამო გეგმიურ გამოკვლევებზე უარი არ უნდა ვთქვათ, რადგან გეგმიური გამოკვლევა არის ნებისმიერი დაავდების პრევენციის საუკეთესო გზა. ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს კლინიკა?

ხშირად გვაქვს უფასო კონულტაციები. გვაქვს სხვადასხვა შეთავაზებაც, რომლის ფარგლებშიც პაციენტი რამდენიმე მომსახურებას იღებს ხელმისაწვდომ ფასად. ამ გზით უზრუნველვყოფთ როგორც სრულყოფილ დიაგნოსტიკას, ისე ზოგად, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.

პერიოდულად გავდივართ რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მოსახლეობას უფასო კონსულტაციას ვუტარებთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მინდა, რომ კლინიკაში მაქსიმალურად დაინერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები. სამედიცინო სექტორის განვითარებას ქართული მედიცინა ფეხდაფეხ მიჰყვება და ეს ჩვენს კლინიკაშიც იგრძნობა. აქტიურად ვმუშაობთ ინტერნაციონალური დეპარტამენტის შექმნაზე. ამ პროექტის ფარგლებში თითოეული მიმართულების წამყვანი უცხოელი ექიმები ჩამოვლენ თვეში ერთხელ და ჩვენს ექიმებს ინოვაციურ მიდგომებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. პაციენტებს კი მათი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ბოლოსკენ, მინდა მადლობა გადავუხადო 112-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, პანდემიამ დაგვახანა რომ თანადგომა და კოორდინირებული თანამშრომლობა წარმატების საწინდარია. განსაკუთრებით კი მადლობას ვუხდი ჰელსიკორის თანამშრომლებს, ექიმებს და მთელ სამედიცინო პერსონალს, თავდაუზოგავი შრომისათვის, ვინაიდან მათი ჩართულობით დღეს ჩვენი კლინიკა არის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მოსახლეობას.

(R)