ლევან დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული

სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული. სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, რაც აისახა იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა.

„ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული. სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, რაც აისახა იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.