„ხორცის წარმოების ზრდა 5 წელიწადშიც შესაძლებელია და მას 10 წელი არ სჭირდება“ - ბექა გონაშვილი

ხორცის წარმოების ზრდა 5 წელიწადშიც შესაძლებელია და მას 10 წელი არ სჭირდება - ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორი პოლიტიკით შესაძლებელია, რომ ხორცის წარმოების ზრდა უმოკლეს დროში მოხდეს.

„მე მიმაჩნია, რომ ხორცის წარმოების გაორმაგება შესაძლებელია არა 10 წელიწადში, არამედ 5 წელიწადშიც, რადგან ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შეაღწიოს. ამის მაგალითია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ჩინეთთან. თუ ბაზრებზე შეღწევადობის მიმართებით ჩვენ აქტიურად ვიმოქმედებთ, შესაძლებელია, რომ წარმოება დროის მცირე მონაკვეთში გავაორმაგოთ“, - განაცადა გონაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით საქართველოში ხორცის წარმოება ორმაგდება:

"ჩვენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები ხორცის პროდუქტებში რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორის და ფრინველის ხორცი. ჩვენ არ ვსაუბრობთ, ცხვრის ხორცზე. ჯამურად, ხორცის წარმოებაში საქართველო უფრო მეტს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს”,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ნოდარ სირბილაძე