ბრიტანეთში  პერსონალური საფრენი აპარატი შექმნეს - ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის ხვალინდელი რეალობა

შეუძლია თუ არა ადამიანს შექმნას ისეთი საფრენი აპარატი, რომელიც სუპერ გმირივით ფრენის საშუალებას მოგვცემს? მსგავსი რამ შესაძლოა, ათწლეულების წინ ფანტასტიკის სფერო ყოფილიყო, თუმცა დღეს ეს სავსებით რეალურია. ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა გამომგონებელმა რიჩარდ ბრაუნინგმა, Gravit Industries- ის დამფუძნებელმა და მთავარმა პილოტმა 1050 ცხენის ძალის რეაქტიული საფრენი აპარატის პრეზენტაცია გამართა.

როგორც Forbes.com-ი წერს, მიმდინარე წლის მაისში გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია სამეფო საზღვაო ქვეითი, რომელიც ახალ აპარატს ცდის. ახალი ერთკაციანი საფრენი მოწყობილობის CopterPack -ის სიგანე დაახლოებით 3 მეტრია. პორტატული ზურგჩანთა და ორი, ნაწილობრივ დახურული მოტორი კვადკოპტერს მოგაგონებთ.

მოწყობილობის როტორები გარე პერიმეტრზე დახურულია, მაგრამ მთლიანად გახსნილია მისი ზედა და ქვედა მხარე. კომპანიის თქმით, აპარატს აქვს ავტომატურად მართვის ფუნქციაც. მბრუნავები განლაგებულია ცენტრალურ ღერძზე, რაც თითოეულ პროპელერს დამოუკიდებლად გადახრის საშუალებას აძლევს. Copterpack-ის სავარაუდო ღირებულება 20 000 დოლარია, თუმცა კომპანია მსგავსი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

თეონა რამაზაშვილი