„ბიბლუსი“ საოფისე-საკანცელარიო ნივთების კორპორაციული გაყიდვების ბაზრის აქტიური მოთამაშეა

“ბიბლუსმა“ საოფისე-საკანცელარიო ნივთების კორპორაციული გაყიდვების ბაზარზე საქმიანობა გააფართოვა.

წიგნების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი საქართველოში, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად საქმიანობს საოფისე-საკანცელარიო ნივთების მიმართულებითაც და არაერთი მსხვილი კლიენტი ჰყავს კორპორაციული მიმართულებით. კომპანია ემსახურება როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებს და აქტიურად არის ჩართული კორპორაციული სოციალური პასუხსმგებლობის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებშიც.

უფრო დეტალურად საოფისე-საკანცელარიო ნივთების კორპორაციული გაყიდვების შესახებ „ბიბლუსის“ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი ანა ვეზირიშვილი გვესაუბრება.

რა პროდუქციას სთავაზობს „ბიბლუსი“ კორპორაციულ კლიენტებს?

საოფისე-საკანცელარიო მიმართულებით პროდუქციის ძალიან ფართო ასორტიმენტი გვაქვს. კლიენტებს ვთავაზობთ როგორც მსხვილ, ისე წვრილ ინვენტარს. მათ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეუძლიათ ჩვენთან, რაც საოფისე საქმიანობის წარმოების დროს შეიძლება დასჭირდეთ. ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სპეციფიკური დანიშნულების ნივთებიც.

რომელი ცნობილი ბრენდების პროდუქციის შეძენაა თქვენთან შესაძლებელი?

მომხმარებელს სხვადასხვა საფასო სეგმენტის ბრენდების პროდუქციას ვთავაზობთ. მათ შორის ყველაზე ცნობილი ბრენდებია კი „MILAN“ და „PONTO“, რომლებსაც ჩვენი მაღაზიებიდან საცალო მომხმარებელიც კარგად იცნობს და უყვარს. სწორედ ეს ბრენდებია განსაკუთრებით პოპულარული კორპორაციული გაყიდვების მიმართულებითაც.

რა არის თქვენი უპირატესობები ბაზარზე კონკურენტებთან შედარებით?

გვაქვს ძალიან მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება. ჩვენთან ფასები საკმაოდ მრავალფეროვანი და კონკურენტულია. შესაბამისად, ნებისმიერი ბიუჯეტისა და ინტერესების მქონე კლიენტი შეძლებს სასურველი პროდუქციის შერჩევას.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაფარვა გვაქვს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სწრაფად და ოპერატიულად ხდება, რაშიც ჩვენი დიდი ქსელი გვეხმარება.

ძალიან მარტივი და მოსახერხებელია ჩვენთან კომუნიკაცია. თანამშრომლობის მსურველებს შეუძიათ სოციალური ქსელის ან ცხელი ხაზის ნომრების საშუალებით დაგვიკავშირდნენ.

ვინ არიან თქვენი ძირითადი კლიენტები?

ჩვენი ძირითადი კლიენტები არიან: ბანკები, კლინიკები, ჰოსპიტლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიები, რომელთაც ყველაზე მეტი და მრავალფეროვანი საკანცელარიო პროდუქცია სჭირდებათ. გარდა აღნიშნულისა, კლიენტებთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული სოციალურ პროექტებში. „ბიბლუსისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია და ეს კორპორაციულ გაყიდვებსაც ეხება. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლიენტებს არა მხოლოდ საოფისე პროდუქციით უზრუნველვყოფთ, არამედ მათ ვეხმარებით სოციალური პროექტების განხორციელებაში და წიგნებსა თუ საბავშვო საკანცელარიო ნივთებს განსაკუთრებული პირობებით ვთავაზობთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ და გავაძლიეროთ საოფისე-საკანცელარიო ნივთების კორპორაციული გაყიდვები. ვგეგმავთ, რომ უფრო გავფართოვდეთ და გავზარდოთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ისე ქვეყნის მასშტაბით უფრო ინტენსიური გავხადოთ დაფარვა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს ჩვენთან ურთიერთობა და ასეც გაგრძელდება.