„ბიბლუსი“ ფრენჩაიზის შეთავაზებას იწყებს - ვინ შეიძლება გახდეს მფლობელი და რა ბენეფიტს მიიღებს ის?
რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად
„ბიბლუსი“ საოფისე-საკანცელარიო ნივთების კორპორაციული გაყიდვების ბაზრის აქტიური მოთამაშეა
წიგნების მაღაზია

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ქართულ ბაზარზე 2008 წლის 23 მაისს გამოჩმდა. მაშინ პირველი ობიექტი თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე გაიხსნა. მალევე ქალაქში „ბიბლუსის“ მეორე მაღაზიაც გაჩნდა, მას მოჰყვა მესამე, მეოთხე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

კომპანიის არსებობის განმავლობაში, „ბიბლუსმა“ შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 60 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ბოლნისში, დაბა ბაკურიანში და ა.შ.

„ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ბიბლუსი