დასავლური კომპანიები, რომლებიც ჩინეთში დიდი მოცულობის ინვესტიციებს დებენ

აშშ - ს სავაჭრო ომიდან დაწყებული, COVID-19 პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვის მოშლით დამთავრებული, ჩინეთმა ბოლო ორ წელიწადში უამრავი სირთულე გადალახა. ბევრი დასავლური კომპანია ჩინეთიდან საერთოდ გავიდა. თუმცა, ვინც დარჩა, მათი ინვესტიციები გაორმაგდა კიდეც.

გთავაზობთ, რამდენიმე დასავლურ კომპანიას, რომელიც ჩინეთში დიდი მოცულობის თანხას დებს.

Tesla

2019 წელს ელონ მასკმა შანხაის გიგა საწარმოში 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. „ტესლამ“ ჩინეთში საკუთარი სადაზღვევო ბიზნესიც კი გახსნა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მასკი 3500 ამერიკელ ბიზესმენთან ერთად აშშ – ს უჩივის.

გასულ წელს შემოვიდა ელექტრო გიგანტის გაყიდვების მეხუთედი ჩინეთზე მოდიოდა. „ტესლამ“ ჩინეთში 6,66 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

Coca-Cola

კომპანია Coca-Cola ჩინეთში მტკიცედ რჩება.

“რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ აქ ვართ, რომ დავრჩეთ. ჩვენ აქ ვართ ინვესტიციების ჩასადებად. ჩვენ აქ ვართ, რომ ის ავაშენოთ.” - თქვა კოკა-კოლას პრეზიდენტმა კურტ ფერგუსონმა გასული წლის მარტში.

ატლანტაში დაფუძნებული ფირმა, რომელიც ჩინეთს კოკა-კოლას უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევს, ქვეყნის ახალ საწარმოო ხაზებში 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროდუქცია გადააქვს. იგი ასევე არის ერთ – ერთი იმ კომპანიებიდან, ვინც აშშ – ს მთავრობას უჩივლა.

PepsiCo

კოკა -კოლას მთავარი კონკურენტი PepsiCo ჩინეთში გაფართოებას ცდილობს. PepsiCo უკვე 40 წელია რაც ქვეყანაშია, გასული წლის მარტში კი პოზიცია 705 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვით გაამტკიცა. მან ჩინეთის კვების პროდუქტების ერთ - ერთი წამყვანი საცალო ქსელი Be & Cheery შეიძინა.

Exxon Mobil

გასულ წელს ტეხასის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ Exxon Mobil-მა ჩინეთის გუანგდონგის პროვინციაში, ქალაქ ჰუიჟოუში ნავთობქიმიური კომპლექსი ააშენა, რაშიც 10 მილიარდი დოლარი დახარჯა.

Nestlé

ამ პროცესში მონაწილეობას შვეიცარიული კომპანია Nestlé -ც იღებს. მსოფლიოს უდიდესმა სასურსათო კომპანიამ ახლახან ჩინეთის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტიანჯინში ააშენა ქარხანა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. დეკემბერში, Nestlé-მ ასევე ჩაუშვა თავისი მცენარეული ბრენდი, Harvest Gourmet, რომელიც მოიცავს მჭლე ბურგერებს, ძეხვეულებსა და სხვა პროდუქციას.

Bayer

გერმანული წამლის მწარმოებელი კომპანია Bayer, რომელსაც ჩინეთში უკვე ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს, პეკინში59 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ ქარხანას აშენებს. 12 მაისს Bayer- მა გამოუშვა კანის მოვლის ახალი ბრენდი Bellerain, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის.

Universal Parks & Resorts

პანდემიის დროს თემატური პარკის ამუშავება არ ჩანს საუკეთესო იდეად, მაგრამ Universal Parks & Resorts-მა პეკინში 6,5 მილიარდის ღირებულების თემატური პარკის გაშენება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდაში დაფუძნებულმა კომპანიამ უკვე დაასრულა ძირითადი სამშენებლო პროექტი Universal Studios Beijing- ში.

American Express

გასულ ივნისს American Express– მა მოიპოვა მთავრობის ნებართვა, გახდეს პირველი უცხოური საკრედიტო ბარათების კომპანია, რომელიც ჩინეთში იმუშავებს. Amex ასევე ემზადება სადებეტო ბარათების გამოსაცემად ჩინეთის ბაზრისთვის.

Airbus

იმის გამო, რომ ჩინეთი უახლოეს მომავალში მსოფლიოში ყველაზე დიდი საავიაციო ბაზარი გახდება, დასავლური თვითმფრინავების მწარმოებლები ცდილობენ ქვეყანაში თავიანთი საქმიანობა გააფართოვონ. მაგალითად, ევროპულმა Airbus- მა პირობა დადო, რომ გაააქტიურებს კომერციული თვითმფრინავების აწყობასა და ტვირთის ბიზნესს აზიის ქვეყანაში.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი