როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და ნანოტექნოლოგიებს 2030 წლისთვის  შიმშილისგან მილიონობით ადამიანი იხსნას

21 საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კლიმატის ცვლილებაა, რასაც ჩვენს გარშემო არსებული გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილება შეუძლია.

ჰაერის დაბინძურება, ტყეების განადგურება, წყლის რესურსების შემცირება და ბუნებრივი კატაკლიზმები - ის მცირე ჩამონათვალია, რაც პლანეტის არაერთ ნაწილს გლობალური დათბობის პირობებში ემუქრება.

Euronews-ის ინფორმაციით, 2030 წლისთვის ამ პრობლემის გამო შიმშილი 840 მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება. პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილის შიმშილისგან გადარჩენის ერთ-ერთი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში ხელოვნური ინტელექტისა და ნანოტექნოლოგიების დანერგვაა, რაც პროდუქტიულობას გაზრდის.

გაერთიანებული სამეფოს ბირმინგჰემის უნივერსიტეტმა არაერთი კვლევისა და დაკვირვების შედეგად „მარჯვე აგროკულტურის“ კონცეფცია შეიმუშავა, რაც რესურსების დაზოგვასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რაოდენობის ზრდას გულისხმობს.

უნივერსიტეტი ფერმერებს ურჩევს სოფლის მეურნეობის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენონ. მაგალითად, სასათბურე მეურნეობა, სამაცივრე აგრეგატები და ის ნიტრატები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და მოსავლის პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია.

მათი თქმით, ძალიან მნიშნველოვანია სასოფლო-სამეურნეო მიწების მენეჯმენტი და კონკრეტულ ადგილებზე იმ პროდუქტის მოყვანა, რომელიც უფრო მომგებიანია.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი მცენარეები ეგუებიან ერთმაენთს კარგად და რომლები ნაკლებად.

"მარჯვე სოფლის მეურნეობა“, ნანოტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გთავაზობთ მეტი საკვების წარმოების საინტერესო შესაძლებლობებს. ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ საკვებ პროდუქტების ციკლისა და მოსავლიანობის არსებულ მოდელებს ნანოინფორმატიულ მიდგომებით, რაც ხელს შეუწყობს როგორც კულტურების, ასევე ნიადაგის გაუმჯობესებას“-ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნანოტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობა ოთხი ძირითადი გზით: წარმოების დონის გაუმჯობესება და მოსავლის რაოდენობის გაზრდა; ნიადაგის გაჯანსაღება; მცენარეთა ამტანობის ამაღლება; რესურსების ეფექტურობის გაუმჯობესება, მაგალითად, სასუქისა და დაბინძურების შემცირება;

ბექა ბერიაშვილი