73 მლნ მიმდევარი TIK TOK -ზე და გზა მსოფლიოს მეგა ვარსკვლავობამდე - ბელა პოარჩის წარმატების გაკვეთილები

ბელა პოარჩს ცოტა ხნის წინ არავინ იცნობდა. მან 73,7 მილიონი მიმდევარი TikTok- ზე ერთი ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიოც კი დაიპყრო.

ბელამ TikTok - ის შემდეგ მუსიკალური კარიერაც დაიწო. Cross-platform შესაძლებლობების წყალობით კი 12,3 მილიონზე მეტი ინსტაგრამის მიმდევარი დაიმსახურა.

ფილიპინებში გაზრდილმა ვარსკვლავმა წარმატებამდე რთული გზა გაიარა. როგორც სხვადასხვა შოუებში თავად ჰყვება, იგი აშშ-ს საზღვაო ძალებში მსახურობდა, სადაც მასზე ძალადობდნენ. სწორედ რთული პერიოდები იყო შთაგონება იყო მისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში.

ბავშვობა

ბელა პოარჩი ფილიპინებში ბებიასთან ერთად გაიზარდა. თინეიჯერი იყო, როდესაც საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ბელა თავის ბავშვობას უხეშს და ტრავმულს უწოდებს.

იგი იმ იშვიათ ვარსკვლავებს შორისაა, ვინც საზღვაო ძალებში მსახურობდა. სამსახურს 2015 წელს შეუდგა და ჯარში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.

bela1-1625392767.jpg

მოულოდნელი წარმატება

ბელა პორჩი TikTok -ის ვარსკვლავი ერთი მარტივი ვიდეოს შემდეგ გახდა. აგვისტოში, როდესაც მან ტუჩების სინქრონიზაციის მარტივი ვიდეო გამოაქვეყნა, ForYou– ს გვერდზე წამყვანი ადგილი დაიკავა და ვიდეო ვირუსული გახდა. მაშინ მან 36,5 მილიონი მოწონება და 140 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

მეორე ვირუსული და წარმატებული ვიდეო “M to the B" გახდა. საოცარია ის ფაქტი, რომ წარმატებისთვის მას მხოლოდ თავის რიტმული მოძრაობა და ტექსტზე აყოლა დასჭირდა.

bela2-1625392816.jpg

მუსიკალური კარიერა

სამეგობრო წრით და ძალიან ბევრი გულშემატკივრით განებივრებულმა ბელამ გადაწყვიტა ბედი მუსიკაში ეცადა. მან გამოუშვა სიმღერა "Build a B * tch", რაშიც YouTube- ზე თითქმის 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და მსოფლიოს საუკეთესო სიმღერების ტოპ 100- ში მოხვდა.

პოარჩი აღნიშავს, რომ მუსიკისთვის თავის დაებებას არ აპირებს და სულ მალე ტურნესაც გეგმავს.

სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბელას შემდეგი ნაბიჯები Spotify- ისთვის საკუთარი ექსკლუზიური პოდკასტის შექმნა, კოსმეტიკის ბრენდის გამოშვება და საკუთარი NFT გამოცემა იქნება.

ბელა პოარჩი პირველი ვარსკვლავია ჯასტინ ბიბერის შემდეგ, რომელმაც მუსიკალური კარიერა და გზა მეგა ვარსკვლავობამდე სოციალური ქსელის მეშვეობით მოიპოვა. დასავლური გამოცემები ბიბერის მსგავსად, მასაც ძალიან დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მათ ისტორიაში მთავარი კი მილინობით ადამიანში გაჩენილი იმედია იმისა, რომ წარმატების გასაღები შესაძლოა, ნებისმიერის ტელეფონი ან კომპიუტერი იყოს. როგორც ჯასტინ ბიბერის, ასევე ბელა პოარჩის ვარსკვლავური ცხოვრება მართლაც მოულოდნელად და ზღაპრულად დაიწყო.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი