OPEC+-ში ნავთობის მოპოვების შემცირებასა და ვადებზე ვერ თანხმდებიან

ნავთობექსპორტიორი ქვეყნებისა და მათი მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანება OPEC-ში მოკავშირე სახელმწიფოებს შორის იშვიათ წაკამათებას ჰქონდა ადგილი. სააგენტო Reuters-ის ცნობით, OPEC+-მა კენჭი უყარა ნავთობმოპოვების გაზრდას დღეში 2 მლნ ბარელით, რომელსაც აგვისტოდან დეკემბრამდე უნდა ემოქმედა, ხოლო შემცირებული მოპოვების არსებული ზღვარი მომავალი წლის ბოლომდე დარჩებოდა.

თუმცა არაბეთის გაერთიანებული ემირატების შენიშვნებმა შეთანხმებას ხელი შეუშალა. ემირატები აგვისტოდან ნავთობმოპოვების გაზრდას ემხრობა, მაგრამ შემცირებული ნავთობმოპოვების ვადის მომავალი წლის ბოლომდე გაზრდას ეწინააღმდეგება. გასული წლის მაისში კოვიდპანდემიის გამო OPEC-მა ნავთობმოპოვება დღეში 10 მლნ ბარელით შეამცირა და შეზღუდვის ეს ზომა 2022 წლის აპრილამდე ეტაპობრივად უნდა შეცვლილიყო. ამჟამად შემცირება დღეში 5,8 მლნ ბარელით ხდება.

საუდის არაბეთისთვის შემცირებული ნავთობმოპოვებისთვის 2022 წლის აპრილამდე ვადაც საკამათო იყო, თუმცა OPEC-ის გადაწყვეტილებას ეგუებოდა, ხოლო ამ ვადის კიდევ უფრო გაზრდა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. Reuters-ის შეფასებით, ამ ქვეყანას ნავთობწარმოების ამბიციური გეგმები აქვს და წარმოების სიმძლავრის გაზრდაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს ახორციელებს.

Reuters წერს, რომ წინააღმდეგობა OPEC-ში წლის ბოლომდე ნავთობმოპოვებაზე ცუდად იმოქმედებს, რაც ნავთობზე ფასების შემცირებისთვის აუცილებელია.

OPEC-ის მომდევნო სხდომა ამ კვირაში გაიმართება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ