ტყიბულის მერიასთან შეკრებილი მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

ტყიბულში მეხუთე დღეა მეშახტეების აქცია გრძელდება. მეშახტეები დღეს ტყიბულის მერიასთან შეიკრიბნენ, მათი მოთხოვნაა ხელფასების 300 ლარით მომატება.

"საქნახშირი" მეშახტეებს გამომუშავების პრემიალურ სისტემას სთავაზობენ, რასაც შახტში დასაქმებულები არ თანხმდებიან.