Ever Given სუეცის არხის ადმინისტრაციას 540 მლნ დოლარის კომპენსაციას გადაუხდის

სუეცის არხის ადმინისტრაციამ და კონტეინერმზიდ Ever Given-მა სამთვიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, კრიზისის დაძლევის შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არხის ადმინისტრაცია, მისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის გამო, 540 მლნ დოლარის კომპენსაციას მიიღებს.

„არხის ადმინსიტრაცია კომპენსაციის სახით 540 მლნ დოლარს მიიღებს, საიდანაც პირველ ეტაპზე 240 მლნ დოლარს გადაგვიხდიან, ხოლო დარჩენილ 300 მლნ დოლარს, გრაფიკის მიხედვით, 1 წლის განმავლობაში მოგვცემენ. ამასთან, ჩვენ თანამედროვე საბუქსირე კატერი გადმოგვეცემა,“ - აცხადებენ სუეცის ადმინისტრაციაში.

23 მარტს პანამის დროშის ქვეშ მცურავი 400-მეტრიანი კონტეინერმზიდი Ever Given სუეცის მაგისტრალის სამხრეთ ნაწილში, ძლიერი ქარის გამო, შელფზე შეჯდა და არხზე ნავიგაცია დაბლოკა. მის გამოხსნას 6 დღე დასჭირდა, რის შედეგადაც არხის მისადგომებთან 400-ზე მეტმა კონტეინერმზიდმა მოიყარა თავი. მათი რიგის სიგრძემ, თითქმის, ინდოეთს მიაღწია.

სუეცის არხის ადმინისტრაცია გემისგან 916 მლნ დოლარის ზიანის კომპენსაციასა და დამატებით, შელფიდან გემის გადმოყვანაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა.

კოკა კვირკველია