"მე ვერ ვხედავ საქართველოში ადამიანს, რომელსაც შეუძლია 10-წლიანი გეგმის შედგენა"

"მე ვერ ვხედავ საქართველოში ადამიანს, რომელსაც შეუძლია 10-წლიანი გეგმის შედგენა"- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმაზე კომენტირებისას გააკეთა.

მისივე თქმით, თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში 10-წლიან გეგმის შედგენა ბევრ კითხვას აჩენს.

"პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, თუ ვინ იქნება ამ 10-წლიანი გეგმის შემქმნელი. თუ ეს პროცესი მოხდა ისე, რომ თითოეული უწყება შეადგენს გეგმას და შემდეგ გააერთიანებენ, ეს უკვე არსებობდა საბჭოთა კავშირში, რასაც შედეგი არ ჰქონია. მე დღეს ვერ ვხედავ საქართველოში ადამიანს, რომელიც შეძლებს 10-წლიანი გეგმის დაწერას", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

ნოდარ სირბილაძე