10%-იანი ფასდაკლება „ტერასა საბურთალოს“ A ბლოკის ბოლო 10 ბინაზე

„ტერასა საბურთალოს“ საზაფხულო შეთავაზება მათ, ვისაც ქალაქის ცენტრში, მყუდრო და ახალ სახლში გადასვლა სურს - A ბლოკში დარჩენილ ბოლო 10 ბინაზე ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება, ხოლო საბანკო განვადების შემთხვევაში, თანხა 12 წლამდე ვადაზე ნაწილდება.

„ტერასა ჯგუფისა“ და „ტეტრის დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ბლოკებს, 1100 კვ.მ გამწვანებულ ტერიტორიას, 2 სათამაშო მოედანს, საბავშვო სივრცესა და საპარკინგე ზონას. კომპლექსის ტერიტორიის გვერდით მდებარეობს 5 600 კვ.მ რეკრეაციული ზონა, რომელიც თბილისის მერიის მიერ არის კეთილმოწყობილი.

teras1-1625814430.jpg

„ტერასა საბურთალო“ ხორციელდება ენერგოეფექტური მასალებით, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვისა და თბოიზოლაციის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, საცხოვრებელ ბლოკებში გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებაც, რასაც „ტერასა ჯგუფის“ მხრიდან ყველა პროექტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

teras2-1625814464.jpg

პროექტის დასრულების შემდეგ მობინადრეები ბინებს სრული რემონტით ჩაიბარებენ, მანამდე კი გეგმარებასა და დიზაინს თავად შეარჩევენ.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

ganacxadii-1624368580-1624429287.jpg

(R)