Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1400 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1400 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1462 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 8 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7207 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.