ახალი ჰოლივუდი: როგორ შექმნა სწრაფი კვების ქსელის მფლობელმა Marvel- ის დახმარებით ერთ-ერთი უდიდესი კინოსტუდია აშშ -ში

სწრაფი კვების იმპერიის მფლობელი Chick-fil-A ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი სკანდალური განცხადებებითა და კვირაობით მუშაობის აკრძალვით გახდა.

სწორედ ამ ქსელის მფლობელმა Marvel- ის დახმარებით ერთ-ერთი უდიდესი კინოსტუდია ააშენა აშშ -ში, ჰოლივუდისგან შორს მდებარე ძველ ფერმაში.

გამოგონილ რუკაზე ასგარდსა და ვესტ ვიუს დროისა და სივრცის უფსკრულით გამოყოფენ. სწორედ აქ, ჯორჯიას უკაცრიელი გზატკეცილის ბოლოს იბრძოდნენ კაპიტანი ამერიკა და რკინის კაცი, ხოლო ვანდა მაქსიმოვმა Wanda Vision– ში თავისი რეტრო ხიბლით მოაჯადოვა გამოგონილი ქალაქი “ვესტ ვიუ“. აქვე გადაიღეს „მარველის“ ბოლოდროინდელი სიახლე "ლოკი".

ამ ყველაფრის უკან დგას მილიარდერი დენ კეტი, რომელიც 2013 წლიდან სწრაფი კვების ქსელის Chick-fil-A-ს მფლობელია. ჯორჯიის სოფლის ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი კინოსტუდიის გადაკეთებაში მან მილიონობით დოლარი დახარჯა.

“საერთოდ არაფერი იყო. როდესაც დავიწყეთ, ეს მხოლოდ მეურნეობა იყო, სადაც ერთი ძროხა და ბეღელი იყო. ახლა აქ არსებობს ნებისმიერი კინემატოგრაფიული გაჯეტი, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ”, - იხსენებს ადვოკატი სტივენ ვეისნეკერი, რომელიც კეტის ახალი საქმის წამოწყებაში დაეხმარა.

როგორც აღმოჩნდა, ღრმად კონსერვატიული კეტისთვის ჰოლივუდი ნომერ პირველი სფერო არ არის, რადგან მისი კომპანიის მისია არა მხოლოდ ქათმის ბურგერების გაყიდვა, არამედ ღვთის განდიდებაც არის. მისი ქსელი ერთადერთი ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების გიგანტია, რომელიც კვირაობით იკეტება.

ქალაქი რეჟისორებისთვის

Chick-fil-A- ს ხელმძღვანელი სულაც არ ჰგავს მათ, ვისაც ბევერლი ჰილსის სახელგანთქმულ ჰანგებში იღებენ. თუმცა ეს გავლენას არ ახდენს ჰოლივუდის ინტერესებზე. მილიარდერმა ჯორჯიას შტატში ინვესტორებთან ერთად უამრავი სტუდია შეიძინა.

2015 წლიდან Marvel- ის შვიდი ფილმისთვის რეჟისორმა კეტის სტუდიები გამოიყენა, რითიც მილიარდერმა 9 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. სტუდიებში გადაიღეს ისეთი ცნობილი სერიალებიც როგორიცაა: Wanda Vision, The Falcon and the Winter Soldier და Loki.

დღეს კეტის სტუდიური კომპლექსი, რომელსაც შარშან “ტრილიტი“ ეწოდა, Warner Bros. Studios– ის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში სიდიდით მეორეა. ჯორჯიაში მდებარე ობიექტს 24 სტუდია აქვს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სპეციალური ეფექტების, სეტების, არქიტექტურისა და კოსტიუმების პასუხისმგებლობით. ლოს-ანჯელესის გადატვირთულ მაგისტრალებზე სეირნობის ნაცვლად, გადამღები ჯგუფები აქ ფეხით გადაადგილდებიან და სტუდია ქალაქიდან გასვლაც არ უწევთ.

სტუდიის მოპირდაპირე მხარეს არის სოფელი, სადაც სახლები ძირითადად ტრადიციულ ბრიტანულ სტილშია აგებული. მილიარდერი იმედოვნებს, რომ ეს ადგილი ჯორჯიაში კინემატოგრაფიის რამდენიმე საუკეთესო პროფესიონალს მიიზიდავს.

კეტმა აღიშნული ბიზნესი ბრიტანული კინოსტუდია Pinewood- თან ერთად წამოიწყო. თავდაპირველად მისი წილის ოდენობას არ ამხელდა, თუმცა არავის გამორჩენია ის ფაქტი, რომ 2019 წელს მან, პატერსონთან და სხვა ინვესტორებთან ერთად, Pinewood სრულად იყიდა. სტუდიასა და მის მიმდებარე ქალაქში ბოლო რვა წლის განმავლობაში 430 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამ წელიწადში ეს თანხა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს: ფული დაიხარჯება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სერიალების შექმნასა და ფილმებში.

2018 წელს სტუდიასთან მდებარე ქალაქში საცხოვრებლად 49 წლის მწერალი და მეწარმე მაიკლ ალბანეზი ოჯახთან ერთად გადავიდა. მისი თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ, მეზობელი სახლები ძალიან სწრაფად გაიყიდა. საერთო ჯამში, “ტრილიტმა“ 200-ზე მეტი სახლი გაყიდა და მათზე მოთხოვნა იზრდება.

ახალი ჰოლივუდი

კეტმა კინოს ბიზნესი შემთხვევით 2009 წელს დაიწყო, როდესაც სერიალი Drop Dead Diva ეძებდა გადასაღებ მოედანს ატლანტას გარეთ. ბიზნეს პარტნიორმა კეთი კონტაქტის შოუს პროდიუსერებთან მიიყვანა. მეწარმემ და მისმა ძმამ, რომელიც მამის მიერ შექმნილი სწრაფი კვების იმპერიის მმართველი იყო, კინემატოგრაფისტებს ცარიელი თვითმფრინავის ფარდული შესთავაზეს. ერთხელ ბიზნესმენი მივიდა, რომ ენახა, როგორ მიმდინარეობდა პროცესი. სწორედ აქედან გაჩნდა კინოსტუდიის გახსნის იდეა. კეთიმ ოჯახის ფირმის River's Rock- ის საშუალებით, ხელი მოაწერა კონტრაქტს Pinewood- თან, რომელიც ამერიკის კინო ბაზარზე გასვლას ცდილობდა.

2008 წელს ჯორჯიამ გადაწყვიტა გამხდარიყო კინოინდუსტრიის დომინანტი მოთამაშე და კინემატოგრაფისტებისთვის საგადასახადო შეღავათები გააფართოვა, რითაც ჰოლივუდის მსახიობების შემოდინება გამოიწვია. 2007 წლიდან 2018 წლამდე ჯორჯიაში კინემატოგრაფიის ხარჯები, 92 მილიონიდან 2.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმ ფონზე, როდესაც ფილმების გადაღებას სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად დაახლოებით 9,5 მილიარდი დოლარი მოაქვს. საზოგადოებრივი ასოციაციის FilmLA– ს მიერ ჩატარებული 2020 წლის კვლევის თანახმად, ჯორჯიამ კალიფორნიის უმაღლესი ბიუჯეტის ბლოკბასტერების მწარმოებლის წოდება მიიღო.

კეთი და მისი პარტნიორები აპირებენ გამოყონ კიდევ 285 მილიონი დოლარი ქალაქისთვის, მათ შორის სასტუმროს და კინოთეატრის მშენებლობისთვის.

(წყარო - Forbes.com)

ლიკა ამირაშვილი