საქართველოში გაცემული სესხების 92% საბანკო სექტორზე მოდის

საქართველოში გაცემული სესხების 92% და მსესხებლების 88,6% საბანკო სექტორზე მოდის.

„კრედიტ-ინფოს“ 2021 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 1 820 872 აქტიური მსესხებელია, საიდანაც 1 614 572 საბანკო სექტორის კრედიტორია, ანუ 88,6%. ჯამში გაცემული კრეტიდების მოცულობიდან კი ბანკების ანგარიშზე თითქმის 92%-ია. კერძოდ, ივნისის მდგომარეობით სულ გაცემულია 28,674 მლრდ ლარის სესხი, საიდანაც 26,358 მლრდ - ბანკების მიერ.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 555 887 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 1,790 მლრდ ლარს შეადგენს. კიდევ 21 316 ადამიანს კი სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, ჯამში 525,2 მლნ ლარის.