საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 952 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 999 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %