პირველი ხელოვნური ხორცი მსოფლიოში - როგორ ამზადებენ პროდუქტს და რა გეგმები აქვს Future Meat Technologies-ს

კომპანია Future Meat Technologies-მა ისრაელში მსოფლიოში პირველად, ხელოვნური ხორცის საწარმოებლად ფაბრიკა გაიხსნა, სადაც დღეში საშუალოდ 500 კილოგრამ ღორის, ქათმისა და ცხვრის კულტივირებულ ხორცს აწარმოებენ.

როგორც ცნობილია, კომპანის ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს, რისთვისაც იმ ნივთიერებებს იყენებენ, რომლებსაც ცხოველების საკვებად იყენებენ. ამასთან, ხელოვნური ხორცი გაჯერებულია ცხიმებითა და იმ კვებითი ღირებულებით, რაც ნამდვილს ხორცს გააჩნია.

Future Meat Technologies-ის განმარტებით, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მათ შეძლეს ისეთი საკვების დამზადება, რომელიც ცხოველური პროდუქტია, თუმცა უშუალოდ ცხოველისგან არ არის მიღებული, იაფად და სწრაფად მზადდება და ასევე ეკო-მეგობრულია.

აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით ხორცის წარმოება გლობალურ დათბობაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება, რადგან პირუტყვი გარემოში საკმაოდ ბევრ გაზსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს. ამასთან, თითოეული კილოგრამი ხორცის მისაღებად საკმაოდ დიდი რაოდენობით წყლის რესურსია საჭირო.

კომპანია Future Meat Technologies-ის განმარტებით, მათ მიერ ხელოვნური ხორცის წარმოების პროცესში ნახშირორჟანგის გამოყოფა 80%-ით, ხოლო წყლის რესურსების გამოყენება 96%-ით ნაკლებია, ვიდრე ხორცის ტრადიციული მიღებით შემთხვევაში.

კომპანია დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ხორცი ძალიან მალე გახდება პოპულარული საკვები მსოფლიოში და მასზე მოთხოვნა დღითი-დღე გაიზრდება. შედეგად კი უამრავი რესურსის დაზოგვა გახდება შესაძლებელი.

xorcis-1625990531.jpg

ბექა ბერიაშვილი