როგორ გამოიყურება ილონ მასკის “გასაშლელი“ 50 000-დოლარიანი სახლი, სადაც მილიარდერი ახლა ცხოვრობს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ილონ მასკი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. მას შემდეგ, რაც მილიარდერმა გასულ წელს თავისი უძრავი ქონების პორტფელის უმეტესი ნაწილი გაყიდა, Tesla– სა და SpaceX– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრაზა ”იცხოვრე შენი შესაძლებლობის მიღმა” სულ სხვა დონეზე გადაიყვანა.

maski-1626076062.jpg

მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები, ტეხასში ნაქირავებ 37 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში ცხოვრობს. თუმცა, ეს ჩვეულებრივი სახლი არ გეგონოთ. ბავშვობაში უმრავლესობას მაინც უოცნებია ე.წ. “ღილაკიან სახლზე“, რომელსაც სადაც უნდა წაიღებს და გაშლის. დღეს მასკმა ეს ოცნება რეალობად აქცია.

Boxabl - ასე ეწოდება კომპანიას, რომელიც გასაშლელი სახლების კონსტრუქციებს ამზადებს.

maski1-1626076082.png

mask4-1626076176.jpg

მასკმა, რომელსაც ივნისში 50 წელი შეუსრულდა, ტვიტერში თავად დაწერა, რომ ახლა ის ტეხასის შტატში, ბოკა ჩიკაში მდებარე 50,000 დოლარად შეფასებულ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც SpaceX– გან იჯარით აიღო.

პატარა სახლში არის მისაღები ოთახი, აბაზანა, საწოლი და სამზარეულო - ყველაფერი იკეცება.

ილონ მასკის ერთადერთი ქონება, რომელიც მის საკუთრებაში რჩება, ღონისძიებებისათვის განკუთვნილი აგარაკია, რომლის გაყიდვასაც გეგმავს.

maski2-1626076112.jpg

mask5-1626076196.jpg

mask6-1626076214.jpg

(წყარო - nypost.com/ dailymail.co.uk)

თეონა რამაზაშვილი