"წელს ხორბლის და ქერის მაღალი ხარისხის მოსავალს ველოდებით" - გიორგი ხანიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის მაღალი ხარისხის მოსავალი იქნება.

"ქერის მოსავალი უკვე დაბინავებული გვაქვს. ვფიქრობთ, წელს ხორბლის მოსავლის რაოდენობაც მეტი იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი გვექნება.

ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს ხორბლისა და ქერის მოსავალი იქნება გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე ეს წინა წლებში იყო", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ნოდარ სირბილაძე