Amazon-ი 100 ათასი ვეტერანისა და მათი მეუღლეების დასაქმებას გეგმავს

კომპანია Amazon გეგმავს 2024 წლისთვის თავისთან დაასაქმოს 100 ათასი ამერიკელი ვეტერანი და მათი მეუღლეები. ამის შესახებ სამშაბათს კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.

"Amazon კონცენტრირებულია დაასაქმოს თავისთან ვეტერანები და დაეხმაროს მათ, სპეციალურად მათთვის მორგებული პროგრამების საშუალებით, სამოქალაქო სექტორში ცხოვრების გასაგრძელებლად“, - აღნიშნულია კომპანიაში ამ პროექტის ხელძღვანელის ჯონ კინტასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ დროისთვის Amazon-ში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულია 40 000 ვეტერანი და მათი მეუღლე.

კოკა კვირკველია