სილქნეტის 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი 1 წლისაა!

უკვე ერთი წელია სილქნეტის მობილური ქსელი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში საიმედო და 7-ჯერ სწრაფია.

კომპანიამ ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, უახლესი ტექნოლოგია გიგაბიტ LTE, მსოფლიოს გიგანტ კომპანიებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით დანერგა; ქსელის მასშტაბური მოდერნიზაცია დასავლეთ საქართველოში „ჰუავეისთან“ და აღმოსავლეთ საქართველოში „ერიქსონთან“ ერთად განახორციელა.

გიგაბიტ LTE ტექნოლოგიის დანერგვა თბილისიდან დაიწყო. 2020 წელს კი, გაზრდილ ტრაფიკზე მომხმარებლის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინა და შეუფერხებლად მიეწოდებინა უსწრაფესი ინტერნეტი აბონენტთა ფართო წრისთვის, კომპანიამ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელა და პროექტის მასშტაბები გაზარდა. ამან საშუალება მისცა სილქნეტს თბილისის გარდა, აღმოსავლეთ/დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მომსახურებოდა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.

აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი - დღეს ამ რეგიონებიდან მილიონი მომხმარებელი შეუფერხებლად სარგებლობს უსწრაფესი ინტერნეტით, მონაწილეობენ ონლაინ შეხვედრებში, ერთვებიან სასწავლო პროცესში, ესწრებიან ტრენინგებს, უყურებენ ფილმებს, 4K ხარისხის ვიდეოებს, აგზავნიან დიდი მოცულობის ფაილებს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან.

სილქნეტის მოდერნიზებულმა ქსელმა და საიმედო ინტერნეტ კავშირმა ამერიკული კომპანიის უმაღლესი ჯილდო OOKLA® Speedtest Awards დაიმსახურა.

სილქნეტი აგრძელებს ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი პროდუქტების შეთავაზებას. როგორც ტელეკომუნიკაციების დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია, ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისს.

(R)