ევროკავშირში 2035 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება

ევროკომისიის დადგენილებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე 2035 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინემა ვიცე- პრეზიდენტ ფრანც ტიმერმანთან და ევროკომისრებთან კადრი სიმპსონთან, პაოლო ჯენტოლინისთან და ადინა იოალა ვალენთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე უკვე 2035 წლისთვის სრულად აიკრძალება შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილის გაყიდვები. საუბარია ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვების აკრძალვაზე.

ევროკომისიის მიზანია, უკვე 2030 წლისთვის კავშირის ტერიტორიაზე 50%-ით შემცირდეს ემისიები 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ როცა აქამდე დასახული გეგმა 37,5% იყო. აღნიშნულის შესახებ გაწერილია კლიმატის ცვლილების წინააღდმეგ ბრძოლის ფართო პაკეტში, რომელიც ასევე ითვალისწინებს ელექტრომობილების გაყიდვების წილის მნიშვნელოვან ზრდას.

ევროკომისიის გადაყწვეტილებას ეწინააღმდეგება ევროპის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაცია ACEA, რომელიც კონკრეტული ტიპის საწვვაზე მომუშავე ძრავის აკრძალვას არარაციონალურად მიიჩნევს. ხოლო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის ევროკომისიის გადაწყვრტილება პირიქით, მისასალმებელია.

როგორც ცნობილია, ევროკავშირში ემისიების 12% მოდის მსუბუქ ავტომობილების გამონაბოლქვზე, შესაბამისად, აღნიშნული აკრძალვა კიდევ უფრო დააახლოვებს ევროკავშირს მის სტრატეგიულ მიზანთან, რომელიც 2050 წლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი CO2 ემისიის გამოყოფის განულებას ისახავს მიზნად.

კოკა კვირკველია